არჩევნები 2021

ნათელაშვილი: არავითარი ოპოზიციური ერთობა ამ ეტაპზე არ არსებობს

ალბათ, ტერმინებში უნდა დავკონკრეტდეთ ყოველთვის. ახლა მე შემიძლია დავირქვა ჩრდილო ტაილანდის უპირველესი პარტია, მაგრამ ვიქნები საქართველოს ლეიბორისტული პარტია. შეიძლება, მეგობრებმა დაირქვან მთავარი ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვერავინ დაგვამსხვრევს და სხვა, მაგრამ ფაქტი ერთია, არავითარი ოპოზიციური ერთობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ის ფუნქციონირებდა ლეიბორისტული პარტიის ეგიდით ე.წ. ფანჩატურში, ეს იყო ისტორიული ფანჩატური, რომელმაც შეძრა რეჟიმი, 9-ბალიანი მიწისძვრა მოუწყო, მაგრამ აღარ გაგრძელდა ეს მიწისძვრა, რადგან ჩვენს კოლეგებს ცდუნებამ ძლია, ნებისყოფა არ ეყოთ, ვერ გაუძლეს ზეწოლას, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო შეხრიალდნენ პარლამენტში და განწირული მტარვალი გადაარჩინეს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ერთი ფეხი პარლამენტში ჰქონდეთ და მეორე ფანჩატურში, ეს არაფერი არ იქნება, ორი კურდღლის დევნაზე უარესი გამოვა. 

თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 17 სექტემბერს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები