არჩევნები 2021

ჯაფარიძე: აქ ვდგავართ ადამიანები, ვისაც ზუსტად გვესმის, რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი

2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის და ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი. თუ ოცნება დამარცხდება 2 ოქტომბერს, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანა გავა ახალ არჩევნებზე და ამ ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რომ რაღაცა შეიცვალოს. ჩვენ, აქ ვინც ვდგავართ, ვართ ის ადამიანები, ვისაც ერთი მხრივ, ზუსტად გვესმის, როგორი ქვეყანა გვინდა და რა არის ამ ქვეყანაში შესაცვლელი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის არის ბევრი განსხვავებები, არის საკითხები, სადაც ჩვენი ხედვები არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ერთი და იგივე და ეს ხედვები ეხება იმას, როგორ უნდა შეიცვალოს ეს ქვეყანა იმისთვის, რომ გაჩნდეს შანსი წინსვლის და გარდა ამისა, გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადის იმაზე, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებზე.

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ მაჟორიტარების წარდგენისას ისაუბრა.

კომენტარები