კორონავირუსი საქართველოში

10-15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 პირი დააჯარიმა

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს –  10 000, ხოლო 12 ფიზიკურ პირს  2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.

"ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია". – წერია უწყების განცხადებაში. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ამასთან, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე. 

რა შეზღუდვები იქნება 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე – სრულად.

კომენტარები