კორონავირუსი

ისრაელის მედია: 90%-ზე მეტმა, რომელმაც COVID-19-ის პრეპარატი მიიღო, კლინიკა 5 დღეში დატოვა

GETTY IMAGES

ისრაელის მედიის ცნობით, საბერძნეთის საავადმყოფოებში COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული 90 პაციენტიდან, რომლებიც ახალი COVID-19-ის პრეპარატით მკურნალობდნენ, 93%-მა საავადმყოფო 5 ან ნაკლებ დღეში დატოვა.

ახალი პრეპარატი თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრმა შექმნა და ის საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის. 

"ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო ამ პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნება. ამ დრომდე არცერთ ჯგუფში  არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენა". - ამბობს პროფესორი ნადირ არბერი. 

პრეპარატის ცდები ათენში ჩატარდა, რადგან ისრაელში არ იყო საჭირო რაოდენობით COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული პაციენტი. შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოსახლეობის 50%-ზე მეტი უკვე არის სრულად აცრილი.  

არბერმა და მისმა ჯგუფმა პრეპარატი შექმნეს იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც პროფესორი 25 წლის განმავლობაში იკვლევს. მისი სახელწოდებაა CD24.

CD24 მცირე პროტეინია, რომელიც უჯრედის მემბრანას აკრავს და მრავალ ფუნქციასთან ერთად ის აკონტროლებს მექანიზმს, რაც ციტოკინურ შტორმზეა პასუხისმგებელი. 

ციტოკინური შტორმი COVID-19-ის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა, რომელიც სისტემურ ანთებით პასუხს წარმოადგენს და ხშირად გამოწვეულია ინფექციის ან ავტოიმუნური დაავადების შედეგად. CD24-ი სწორედ იმ მექანიზმს აკონტროლებს, რაც სხეულში ბალანსს უზრუნველყოფს მსგავსი შედეგის ასაცილებლად. 

კომენტარები