ვაქცინაცია

"ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან" – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის გაფართოების მიზნით, აცრის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

"სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელებენ ვაქცინაციას". – ამბობს გიორგი ღიბრაძე.

დღეს, 12 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ასევე, ამავე პერიოდში, კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. შეიზღუდება კონცერტები და სპორტული ღონისძიებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.

კომენტარები