კორონავირუსი საქართველოში.

რა შეზღუდვები იქნება 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე – სრულად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.  გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
  • ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. 
  • არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. 
  • კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 
  • ასევე, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
  • ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. 

ასევე, საბჭოს გადაწყვეყილებით, 17 აგვისტოდან როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა.

კომენტარები