კორონავირუსი და შეზღუდვები

პირბადის გამოყენება შიდა და გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება

დღეიდან, 17 აგვისტოდან პირბადის გამოყენება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. 

"თქვენ იცით, რომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, რომ ჩვენ შევძლოთ და ეფექტურად დავძლიოთ მე-4 ტალღა". – თქვა ტიკარაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

აქამდე მოქმედი რეგულაციით, პირბადის ტარება სავალდებულო იყო დახურულ სივრცეში, ხოლო ღია სივრცეში იქ, სადაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა.

კომენტარები