ტყის ხანძრები

საგანგებო: მომატებული ტემპერატურის გამო ტყის ხანძრების რისკი იზრდება – არ დაანთოთ ცეცხლი

Getty Images

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები იქნება შენარჩუნებული, რის გამოც ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. უწყება შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

"გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები