NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიდის

iStock

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% თვლის, რომ ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიდის, 37% მიიჩნევს, რომ პროცესი კარგად მიდის, 18% პასუხობს, რომ არ იცის. ამასთან, თბილისის მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესს უფრო კრიტიკულად აფასებს, დედაქალაქის მოსახლეობის 54% თვლის, რომ პროცესი ცუდად მიდის.

დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, კვლევის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53%-ის შეფასებით საქართველოს მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება. 2021 წლის თებერვალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული. ივლისის მონაცემებით, 37% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად უმკლავდება. ეს მაჩვენებელი თებერვალთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები