NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის 47% კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებდა, 35% – აიცრებოდა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებდა, 35% - აიცრებოდა.

კვლევის კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას/აცრას, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 35% – დიახ, ავიცრებოდი
  • 47% – არა, არ ავიცრებოდი
  • 7% – უკვე ავიცერი
  • 11% – არ ვიცი

დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით კი გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 2021 წლის 13-25 ივლისის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი, რესპონდენტები მარტივი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საშუალო ცდომილებაა +/- 1.3%

კომენტარები