ვაქცინაცია

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

11 აგვისტოს შეტანილი ცვლილებების თანახმად, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი(CDC) ორსულებს კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებას ურჩევს

ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ დაასკვნა, რომ ორსულებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ორსულობას გეგმავს, კოვიდ-19-ის ვაქცინა უსაფრთხოა. კერძოდ, იმ ქალებში, რომლებმაც ვაქცინა ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში გაიკეთეს, მუცლის მოშლის ალბათობის ზრდა არ ფიქსირდება. კვლევაში ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები გამოიყენეს. თუმცა, ვაქცინაცია უსაფრთხო მხოლოდ 20 კვირამდე პერიოდში არ არის, მეცნიერთა თქმით, გვიანი ორსულობის დროს იმუნიზაცია არც დედას და არც შვილს არავითარ დამატებით საფრთხეს არ უქმნის. 

ამ ეტაპამდე CDC ორსულების იმუნიზაციის რჩევას არ იძლეოდა, რის მიზეზადაც დამარწმუნებელი კვლევების არარსებობა მოიაზრებოდა, თუმცა, საკმარისი ინფორმაციისა და სტატისტიკის შეგროვების შემდეგ, სააგენტომ აღნიშნული რეკომენდაცია ოფიციალურად გაავრცელა. 

კომენტარები