კრიპტოვალუტა

უდიდესი ჰაკერული შეტევის შედეგად, კრიპტოვალუტის ბირჟიდან 610 მილიონი დოლარი მოიპარეს

Medium

დეცენტრალიზებული საფინანსო სავაჭრო პლატფორმა, Poly Network-ი კრიპტოვალუტის ისტორიაში უმსხვილესი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგად, ჰაკერებმა მომხმარებლების კუთვნილი 610 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განმარტებით, ჰაკერებმა Poly Network-ის სისტემაში არსებული სისუსტე გამოიყენეს. თავად შეტევა კი თვეების განმავლობაში იგეგმებოდა და მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. 

ტრადიციული ცენტრალიზებული ბირჟებისგან განსხვავებით, როგორებიცაა: Binance, Coinbase ან Gemini, დეცენტრალიზებული სისტემას არ აკონტროლებს ერთი კონკრეტული კომპანია და არ გააჩნია დაზღვევისა თუ ზარალის ანაზღაურების სერვისები, შესაბამისად, დაზარალებულ პირებს დაკარგული ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა კრიპტოვალუტა უკან არ დაუბრუნდებათ. 

Poly Network-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მათ გააჩნიათ საჭირო ინფორმაცია ჰაკერების შესახებ და ოპერაციასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სამართლებრივ დავასაც წამოიწყებენ.  

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ წლებში სავაჭრო პლატფორმების დაჰაკვისა და გატეხვის ფაქტების ცხადყოფს, რომ მომხმარებლებმა საკუთარი კრიპტოაქტივები არა სავაჭრო ბირჟებზე, არამედ სპეციალურ კრიპტოსაფულეში უნდა შეინახონ, რომლის პირად გასაღებსაც თავად აკონტროლებენ.  


აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მთავარი მარეგულირებელი კომისიის [SEC] ხელმძღვანელის, გარი გენსლერის თქმით, კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების სფერო თითქმის დაურეგულირებელი "ველური დასავლეთია", რომელიც სავსეა თაღლითებითა და ცუდი აქტორებით. 

"კრიპტო სფეროში ინვესტორთა დაცვისათვის საჭირო მექანიზმები ჯერაც არ გვაქვს. გულწრფელად რომ თქვათ, ამჟამად ეს უფრო ველურ დასავლეთია". 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 11 000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, მათი რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არავითარ პრაქტიკულ დანიშნულებას არ ასრულებს.

 

კომენტარები