არჩევნები 2021

კუჭავა: ბევრისთვის დმანისში იწყება ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები 2024 წელს გავხდებით

[...] პირველი ევროპელები აქ აღმოაჩინეს, ბევრისთვის აქ იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები ჩვენ 2024 წელს გავხდებით და გავხდებით ლიდერი, ევროპული რეგიონებით, სადაც შემოვიტანთ  ევროპული ცხოვრების სტანდარტებს.

მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და მე განსაკუთრებით ვისურვებდი, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმისთვის გახდეს ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი. ყველამ უნდა ისიამოვნოს იმ ციხესიმაგრეებით,  გარემოთი, ბუნებით,  ხალხის სიყვარულით, რომლითაც ნამდვილად გამოირჩევა დმანისი.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დმანისში ქართული ოცნების დმანისის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები