ტურიზმი

ივლისში საქართველოში წლიურად 404%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა – საიდან მოდიან ვიზიტორები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიხედვით, 2021 წლის ივლისში ქვეყანას 259 641 მოგზაური ესტუმრა, საიდანაც 230 902 ტურისტული მიზნით იმყოფებოდა. 

ტურისტული ნაკადის ეს მოცულობა 4-ჯერ აღემატება 2020 წლის ივლისის მაჩვენებელს, როცა ქვეყანაში ჯამში 48 535 მოგზაური შემოვიდა, თუმცა, ჯერ კიდევ შორია 2019 წლის მდგომარეობამდე, როცა ტურისტული ვიზიტით საქართველოს 882 331 უცხო ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა. 

ქვეყნების მიხედვით ტურისტების ნაკადი ასე ნაწილდება:

  1. თურქეთი – 35 045 ვიზიტორი
  2. რუსეთი – 25 059
  3. უკრაინა – 24 485
  4. სომხეთი – 19 707
  5. ისრაელი – 17 554
  6. საქართველო(არარეზიდენტი) – 14 962
  7. საუდის არაბეთი – 12 894
  8. ყაზახეთი – 9 546
  9. ბელარუსი – 9 422
  10. აზერბაიჯანი – 8 397

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ტურიზმიდან $122 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. 

კომენტარები