აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს.
tbl.ge/5nc9
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა.
საქართველოს მთავრობა აგვისტოს ომის 13 წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება კი კონფლიქტის დაწყების წლისთავს 7 აგვისტოს გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის ქმედებებს გმობენ
- გუნბა: აგვისტოს ომმა აჩვენა სამყაროს, რომ დიადი რუსეთი მეგობრებს გასაჭირში არ მიატოვებს
- გერმანიის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები
- გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას - საელჩო
- კობახიძე: არჩევნებამდე აგვისტოს ომის თემას არ შევეხებოდი, ხალხმა გამოუტანოს ენმ-ს განაჩენი




