ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა.
პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დედაქალაქის მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილი წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე კი ლაშა ჩხარტიშვილი.
"თბილისის მერობის კანდიდატად ვუშვებთ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს, ამ თაობის უნიჭიერეს ახალგაზრდას, მიხეილ ქუმსიშვილს და საქართველოსა და თბილისზე ვერცხლნაჭამ მოღვაწე, ცნობილ პოლიტიკოსს, ეკოლოგს, მებრძოლს, ყველასთვის საყვარელ ლაშა ჩხარტიშვილს"- ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ლეიბორისტული პარტია საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.