კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 216 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.3%-ია

iStock [illustration]

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 351 ტესტი და დადასტურდა 4 216 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 735 პაციენტი

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.3%, ბოლო 14 დღის - 8.33%, ბოლო 7 დღის - 9.25%

ინფიცირების  4 216 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249, საიდანაც 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში.

7 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 444 569 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 397 240 და გარდაიცვალა 6 054 ადამიანი

კომენტარები