დასუფთავების სამსახური

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

"ხალხი ქუჩა-ქუჩა გვლანძღავს, ფუ, რა სუნიაო. ამაში ვმუშაობთ და ხელფასის მომატება რომ მოვითხოვეთ, თურმე, უკმაყოფილო ყოფილა მერია ჩვენით. რახან კალაძე უკმაყოფილოა ჩვენით, გამოვიდეს, გამაგდებს? არ მეშინია, აქვე მოვალ და აქვე გამოვიჭრი ყელს. გადმოვიდეს კალაძე თავისი ლამბორჯინებიდან და ფერარიდან, ქალაქში გაიაროს, ნახოს კარტოფილი რა ღირს და 744 ლარი ვის ეყოფა და რანაირად ეყოფა, ეს კარგად გააანალიზოს. ხან სად გამიჩერდება ეს მანქანა და ხან სად, ხალხი იფურთხება და იგინება, ბუნკერი ჩვენ არ გვივარგა, ზოგი დაჭეჭყილია, ეს ფული შეჭმულია, ახალს არავინ არ გიდგამს, ახალი მანქანა არვის არ მოჰყავს". – ამბობს დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ფორმულასთან საუბარში. 

კომენტარები