დასუფთავების სამსახური

ხოშტარია: ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა, არ უნდა დავუშვათ ასეთი თავხედობა

დასუფთავების სამსახურის პროტესტისთვის გაგდებულ ირაკლი ბაღდავაძის მხარდაჭერა საერთო საქმეა, არ უნდა დავუშვათ ასეთი თავხედობა. გთავაზობთ 2 რამეს:
 
1. ირაკლი აპრიტესტებს ბელიაშვილის 119 ში. ვისაც შეგიძლიათ მიდით. ვისაც გინდათ დაუკავშირდეთ მომწერეთ პირადში და მოგცემთ ნომერს

2. ვუპოვოთ სამსახური. ცხადია არჩევნების მერე უნდა დაბრუნდეს იქ სადაც ეკუთვნის. მანამდე დავუდგეთ გვერდში

წერს დროას ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია Facebook-ზე. დასუფთავების სამსახურის გაფიცვაში მონაწილე თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, სამსახურიდან გაუშვეს - ინფორმაცია თბილისის მერიაში დაადასტურეს.

კომენტარები