კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 780 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.02%-ია

VERGE

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 907 ტესტი და დადასტურდა 3 780 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 052 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ია, ბოლო 14 დღის – 8.05% ხოლო 7 დღის – 8.98%.

ინფიცირების  3 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა – 628, იმერეთი – 395, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 172, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 299, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806, საიდანაც 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 052, აჭარაში – 802, იმერეთში – 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში – 578, აჭარაში – 130, იმერეთში – 294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 18, იმერეთში – 18.

6 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 440 353 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 395 505 და გარდაიცვალა 6 016 ადამიანი.

კომენტარები