მოსამართლეების დანიშვნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

გიორგი თევდორაშვილი 2021 წლის 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის N287 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. მან თამაზ ცაბუტაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც მოსამართლეობის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში ამოეწურა. 

“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომლის გადაწყვეტილებით ჩემი განწესება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის პოზიციაზე. მომეცა შესაძლებლობა, ვემსახურო ძალიან საპასუხისმგებლო მისიას. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საქმეში და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიის სადარაჯოზე". - თქვა გიორგი თევდორაშვილმა

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. 

კომენტარები