დაძაბულობა ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა

ისრაელის ჯარისკაცები ისვრიან ღაზას სექტორის მიმართულებით, ქალაქი სდეროთის მიდამოები, 2021 წლის 13 მაისი
The Times of Israel

ოთხშაბათს, 4 აგვისტოს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს

სამი რაკეტიდან ორი ისრაელის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მიწაზე ჩამოვარდა, მესამე კი საზღვრის მეორე მხარეს დაეცა. 

არ ყოფილან ფიზიკურად დაშავებულები ან გარდაცვლილები. 

საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი სამჯერ გახსნა. მათ გაეროს სამშვიდობოების შუამავლობით ლიბანი გააფრთხილეს, რომ თუკი საზღვარზე სიტუაცია არ დაწყნარდება, მათი საპასუხო ქმედებები უფრო უხეში იქნება. 

ისრაელის მედიის ცნობით, არმიაში ვარაუდობენ, რომ რაკეტები არა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, არამედ პატარა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს. 

მსგავსი შემთხვევა ბოლოს 20 ივლისს მოხდა, როდესაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს.

კომენტარები