ტოკიოს ოლიმპიადა

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია – მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს

Live.ge

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ქართველმა მძლეოსანმა ჯამში 488 კილოგრამი ასწია და საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. 

ტურნირის გამარჯვებასთან ერთად მძლეოსანმა სამივე დისციპლინაში(ატაცი, აკვრა, ორჭიდი) მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე 223 კილოგრამი ატაცში, 265 აკვრაში და 488 ორჭიდში აზიდა. 

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 7 მედალი აქვს. ტალახაძის გარდა, ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ოთხო ვერცხლის მედალი აქვთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს იაკობ ქაჯაიას და ძიუდოისტებს გურამ თუშიშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს. ამ ეტაპზე ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ნაკრებს მძლეოსანმა ანტონ პლესნოიმ მოუტანა.

ლაშა ტალახაძისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა, პირველი ჯილდო სპორტსმენმა 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიიღო. არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი. მრავალი საერთაშორისო სპეციალისტისა და სპორტული გამოცემის აზრით არის ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მძლეოსანი. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ორჯერ ზედიზედ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები