საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო: მაღალი ტემპერატურის გამო იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი ხანძრების შესახებ აფრთხილებს.

"გაცნობებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ". – აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ და ნუ დაანაგვიანებენ გარემოს. 

"დაკვამლიანების ან  ცეცხლის  შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს". –აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები