მე აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ყოველდღიური შეხვედრები, რომლებიც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან ფაქტობრივად ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრა, რომლებიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველთვის კომუნიკაცია მქონდა ადამიანებთან. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები, იცით, რამდენად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული, მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი.
tbl.ge/5n5a
დაკოპირდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 58%-ისთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა თბილისის მერი კახა კალაძეა, ხოლო მესამე ადგილზე, 56%-ით, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა.
ამავე თემაზე
- კობახიძე IRI-ზე: თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ აცდნენ შედეგებს
- IRI: 73% მხარს არ უჭერს რუსების უვიზოდ შემოსვლას, საკუთრებისა და ბიზნესის რეგისტრაციას
- IRI – ქართული ჯარის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 77% დადებითადაა განწყობილი
- IRI: საქართველოს მოსახლეობის 37%-ის აზრით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა
- IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 26% არცერთ ტელევიზიას არ ენდობა