ფარული მოსმენები

გომელაური სუს-ის დოკუმენტებზე: კარგი იქნება, რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

მსგავსი მილიონობით დოკუმენტი შემიძლია გავაკეთო და გამოვდო... კარგი იქნება, რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ... იქიდან გამომდინარე, რომ ფურცელი წაიკითხა ბატონმა ნიკამ, წაიკითხა დოკუმენტად, რომ ეს ოფიციალურია და ნამდვილი, ეს მე როგორ უნდა დავადასტურო? ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელი იქნება. მე არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ.

ასე ეხმაურება შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური 1 აგვისტოს მთავარი არხის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა.

კომენტარები