ფარული მოსმენა

თალაკვაძე სუს-ის დოკუმენტებზე: მ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს, ამის დაწერა ნებისმიერს შეუძლია

სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაწეროს. მ. ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ყალბი დეზინფორმაციები და ფეიკ ნიუსები, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს, რა თქმა უნდა. ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია. 

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე უარყოფს 1 აგვისტოს მთავარი არხის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს აგროვებდა. 

კომენტარები