წამლები

ღარიბაშვილი: ზოგიერთ წამალზე კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია, უნდა შევისწავლოთ

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასი. წამლების ფასი ძალიან გაზრდილია ქვეყანაში, ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ამის თაობაზე ყველა არის უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებული. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. მინდა ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, რომ მასთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი. შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ. 

არ მინდა, წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არცერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები