თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე

ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე ბერლინელ DJ-ს, სასცენო სახელით Phase Fatale თავს დაესხნენ

ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ ბერლინელ DJ-ს, სასცენო სახელით Phase Fatale. ის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია ფესტივალ Sphere-ისა, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შესახებ არტისტი საკუთარ INSTAGRAM გვერდზე წერს და განმარტავს, რომ მას კლუბის დაცვის თანმხლები პირები დაესხნენ თავს, სადაც არტისტს დღეს უნდა დაეკრა.

Phase Fatale ბერლინის ცნობილი კლუბის – Berghain-ის და, ასევე, ქართული საკლუბო სცენის Khidi-ს რეზიდენტ არტისტია. 

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება შეტყობინების მიღებისთანავე 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები