თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე

"მოკვლით მემუქრებოდა" – არასრულწლოვანს ავტობუსში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო არასრულწლოვანმა საკუთარ Facebook ვერდზე თავად გაავრცელა.

მისივე ცნობით, ავტობუსში კაცი შეხსნილი პიჯაკის გამო, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით ემუქრებოდა.

"ეს "კაცი" თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. მეთქი რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა-თქო და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია, მერე კიდევ ერთმა გამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა.

მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი სადაც 112 დავრეკე. ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით.

ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს რადგან ცუდა ვარ ამას რო ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს.

ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში ვინც ჩემი უფლებები შელახა აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!

გახსოვდეთ ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ! #ჰომოფობიაკლავს" . - წერს მოქალაქე.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავავშირდა, მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები