ტოკიოს ოლიმპიადა 2020

გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია და რუს მეტოქეს დაუპირისპირდება

ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი (100 კგ) ოლიმპიადის ნახევარფინალშია და რუს მეტოქეს, ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი სენსაციურად დაამარცხა.

26 წლის ქართველი სპორტსმენი ოლიმპიადაზე პირველად ასპარეზობს. ტოკიოს ოლიმპიადის პირველ წრეში თუშიშვილმა ტაჯიკი ტემურ რახიმოვი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელი რაფაელ სილვას დამარცხება მოახერხა, რომელმაც 3 ყვითელი ბარათი მიიღო. 

ფინალური ეტაპი დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები