ტოკიოს ოლიმპიადა 2020

მაკრონი: ლუკა მხეიძემ პირველი ფრანგული მედალი მოიპოვა ტოკიოში, ვიზიარებთ სიამაყეს

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქართველი ძიუდოისტის, ლუკა მხეიძის მიერ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ეხმაურება. ლუკა მხეიძე ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით ასპარეზობს.

"ოლიმპიადა არაჩვეულებრივი ადამიანების ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, მოიპოვა პირველი ფრანგული მედალი ტოკიოში. სიამაყეს იზიარებს მის მიერ არჩეული ქვეყანა". –  წერს ემანუელ მაკრონი.

კომენტარები