ტოკიოს ოლიმპიადა 2020

სალუქვაძისთვის ოლიმპიადა დასრულდა – ქართველმა ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა სპორტული იარაღით სროლაში, ნინო სალუქვაძემ, ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ასპარეზობა დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი ქართველმა მსროლელმა წარმატებით, 291 ქულით და მეშვიდე ადგილით დაასრულა, თუმცა მეორე ეტაპზე, სწრაფ სროლაში სალუქვაძემ 287 ქულა დააგროვა, 25-ე ადგილით და ჯამური 578 ქულით კი ფინალურ ეტაპზე ვეღარ მოხვდა.

ნინო სალუქვაძე წელს ოლიმპიადაზე მეცხრედ წარდგა და ამით ის გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადაზე ასპარეზობა 9-ჯერ შეძლო.

52 წლის ქართველმა მიზანში მსროლელმა ოლიმპიადაზე 8-ჯერ ასპარეზობისას მედლის მოპოვება 3-ჯერ მოახერხა - 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში მან საბჭოთა კავშირის გუნდში ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე - ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით. ოლიმპიადის გარდა, სალუქვაძემ რამდენჯერმე მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები.

კომენტარები