ბობ ოდენკირკი

ბრაიან კრენსტონი: გთხოვთ ილოცოთ ბობ ოდენკირკის გამოჯანმრთელებისთვის

Hollywood Reporter

გუშინ, Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე, მთავარი როლის შემსრულებელი ბობ ოდენკირკი წაიქცა, მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ბრაიან კრენსტონმა კოლეგასა და მეგობარს გამოჯანმრთელება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უსურვა. 

"დილით გავიღვიძე და საშინელი ამბავი გავიგე. ჩემი მეგობარი, ბობ ოდენკირკი Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე ცუდად გახდა. ამჟამად ალბუკერკეს საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. გთხოვთ, დღეს, ერთი წუთი დაუთმეთ მასზე ფიქრს, გაუგზავნეთ დადებითი აზრები და ილოცეთ მისთვის. გმადლობთ". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

კრენსტონი და ოდენკირკი ერთად თამაშობდნენ საკულტო სერიალში Breaking Bad. Better Call Saul სწორედ Breaking Bad-ის გაგრძელებაა. 

 

კომენტარები