ბობ ოდენკირკი

ბობ ოდენკირკი საავადმყოფოშია – მსახიობი BETTER CALL SAUL-ის გადაღებებზე დაეცა

Deadline

Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე მთავარი როლის შემსრულებელი, ბობ ოდენკირგი წაიქცა. მსახიობი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის ამ დრომდე რჩება და მკურნალობას გადის. 

ოდენკირკი ნიუ-მექსიკოში, Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფი სერიალის დასკვნით სეზონზე მუშაობს, რომელიც 2022 წელს გამოვა. 

Better Call Saul საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის გაგრძელებაა, რომელშიც წინა პლანზე ორიგინალი სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სოლ გუდმანია წამოწეული, ვის როლსაც ოდენკირკი ასრულებს. გუდმანის პერსონაჟმა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა და ემის რამდენიმე ნომინაცია მოუტანა.

 

კომენტარები