შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

სენატორი რიში: შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა

ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა – ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. 

წერს აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში. 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები