კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ანტივაქსერი რომ ვყოფილიყავი, პირველი არ ავიცრებოდი

მინდა გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, სადაც მე ვარ მოხსენიებული, როგორც ანტივაქსერი. ვინაიდან, ჩემი კომენტარი იყო ინტერპრეტირებული. 

ალბათ, არც პირველი აიცრებოდა მინისტრი, ის რომ ანტივაქსერი იყოს.
ძალიან ვთხოვ ყველას, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტიპიარი ყველა იმ წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ვინაიდან ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში, ნამდვილად არ არის ის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმირება.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე 28 ივლისს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს ტიკარაძემ თქვა, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

კომენტარები