კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჭრელო პეპელას ვარიანტია – 1 წელი მესმოდა, რატომ არის შეზღუდვებიო

ჭრელო პეპელას ვარიანტია - მე 1 წელი მესმოდა, რატომ არის შეზღუდვებიო. 

ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა - ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თანამშრომლებს. ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული... ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის, ისრაელში, სინგაპურში. ვიღებთ შეტყობინებებს... იმ სასტუმროში გამოუშვებს ვინმე იქედან ტურისტს?  

[...] დღეს რა რეგულაციებიც არის დაწესებული, უნდა აღსრულდეს. საკმარისი იქნება.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას.

კომენტარები