ტოკიოს ოლიმპიადა

13 წლის იაპონელმა სკეიტბორდისტმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

Eurosport

13 წლის სკეიტბორდისტმა მომიჯი ნიშიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

იმავე შეჯიბრში მეორე ადგილი ნიშიას თანატოლმა, ბრაზილიელმა რაისა ლეალმა დაიკავა. ბრინჯაოს მედლით გამარჯვებულის თანამოქალაქე, 16 წლის ნაკაიამა ფუნა დაჯილდოვდა.

"სიხარულისგან ცრემლების შეკავება მიჭირს. იმედი მაქვს, ეს გამარჯვება უფრო პოპულარულს გახდის სკეიტბორდინგს ახალგაზრდა ქალებში. მეტი მეტოქე მჭირდება, სხვებთან ერთად ვარჯიში უფრო სახალისოა". – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.

13 წლისა და 330 დღის ნიშია ზაფხულის ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ოქროსმედალოსანია. რეკორდი 13 წლისა და 267 დღის მერჯორი გესტრინგს ეკუთვნის, რომელმაც 1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე წყალში ხტომის შეჯიბრში გაიმარჯვა. 

კომენტარები