საქართველოს ოლიმპიური ნაკრები

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

Civil.ge

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დაძაბულ ფინალში ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. 

ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს რიგით მესამე ოლიმპიადაა, 2012 წელს სპორტსმენმა ოქროს, ხოლო 2016 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ასევე ძიუდოისტი ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.

პირველი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. 66-კილოგრამიან წონით კატეგორიაში სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშებზე 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში ასპარეზობს. 

კომენტარები