რუსთავი

რუსთავში კორპუსის მე-9 სართულიდან 80 წელს გადაცილებული კაცი გადმოვარდა

Tabula

რუსთავში კორპუსის მე-9 სართულიდან კაცი გადმოვარდა. იგი დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

IPN-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წელს გადაცილებული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

კომენტარები