კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: პაციენტის გადასარჩენად კლინიკამ ოჯახს მიმართა 5 000-ლარიანი წამლის შესაძენად

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ პაციენტის გადასარჩენად კლინიკამ მის ოჯახს მიმართა მედიკამენტ ტოცილიზუმაბის შესაძენად, რომლის ფასი 5000 ლარია. 

"ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორიული ჩვენება…ზარი კლინიკიდან ოჯახში, თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5 000 ლარი. დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ, მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”. არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა, ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!".- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ციტოკინური შტორმი COVID-19-ის ერთ-ერთი უმძიმესი გართულებაა, რომელიც სისტემურ ანთებით პასუხს წარმოადგენს და ხშირად გამოწვეულია ინფექციის ან ავტოიმუნური დაავადების შედეგად.

ზოგადად, ციტოკინები ორგანიზმის იმუნური პასუხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა ზედმეტი რაოდენობით მოულოდნელმა გამოთავისუფლებამ შეიძლება  სიკვდილიც კი გამოიწვიოს

კომენტარები