NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ოპერატორის გარდაცვალება

"ლექSOSსთვის" – ქართველებმა ბერლინში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს [ფოტოები]

ორშაბათი, 19 ივლისი, 2021 - 00:31
tbl.ge/5mgj
დაკოპირდა

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა ბერლინში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა საქართველოს საელჩოდან, ბრანდენბურგის ჭიშკრამდე, გერმანიაში ევროკავშირის წარმომადგენლობამდე გაიმართა. აქციის ორგანიზატორები უერთდებიან თბილისში მიმდინარე პროტესტს და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

"დემოკრატია საქართველოში კვდება SOS"Georgian Movement in Germany
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი"/ლექSOSთვისGeorgian Movement in Germany
"არა ძალადობას"Georgian Movement in Germany
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი"/ლექSOSთვისGeorgian Movement in Germany
Georgian Movement in Germany
Georgian Movement in Germany
"არა ძალადობას"Georgian Movement in Germany
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი"/ლექSOSთვისGeorgian Movement in Germany


"Georgian Movement in Germany აგრძელებს აქციებს ბერლინში. ჩვენ ვუერთდებით და ვიზიარებთ თბილისში მიმდინარე აქციების სულისკვეთებას და მოთხოვნებს.

დაისაჯონ ლექსოს მკვლელობასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები!

გადადგეს და დაისაჯოს ძალადობის წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი!

გაუქმდეს საპატრიაქოსთან დადებული კონკორდატი და ეკლესიას შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება!

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროსტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას და საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ევროკავშირს რეაგირების გარეშე არ დატოვოს საქართველოს მთავრობის გამიზნული სვლა დიქტატურისკენ!

მკაცრი პასუხი გასცეს საქართველოში მთავრობის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას!

მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ საქართველოზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, შემოგვიერთდეთ კვირას, 18 ივლისს საქართველოს საელჩოსთან და ერთად გავაპროტესტოთ ძალადობა, დისკრიმინაცია და უთანასწორობა!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.   

  • აშშ-ს ყოფილი ელჩები: ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ  
  • კალოიანი ლაშქარავაზე: ადრეულ ეტაპზე ამ ინფორმაციით პროფესიულ მსჯელობაში შესვლა სპეკულაციაა 
  • "ნახევარ დღეში 3-ჯერ ზედოზირების ვერსია სამედიცინო აბსურდია" – გეგეჭკორი ლაშქარავაზე

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

ოპერატორის გარდაცვალებაგერმანიაბერლინიქართველები ბერლინშილექსო ლაშქარავალექსო ლაშქარავას გარდაცვალებალექSOSთვის

ამავე თემაზე

  • შაბათი, 12 თებერვალი, 2022 - 17:18ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის ბრალდებით დაკავებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  • ოთხშაბათი, 19 იანვარი, 2022 - 23:00კობახიძე UNESCO-ზე: ლაშქარავაზე კლასიკური Fake News-ის შემთხვევაა, წყარო ვინაა, მოგეხსენებათ
  • პარასკევი, 14 იანვარი, 2022 - 18:41GMC: შსს-მ FACEBOOK რეკლამებში გაწეული ხარჯის 60% ლაშქარავას ვიდეოების გავრცელებას მოახმარა
  • შაბათი, 8 იანვარი, 2022 - 16:51გეჯაძე ლაშქარავაზე: უფლება არ მქონდა, დასკვნაზე მესაუბრა, სანამ გამოძიება არ გაავრცელებდა
  • შაბათი, 8 იანვარი, 2022 - 14:09წერეთელი: ჩვენს დაქირავებულ ექსპერტს ექსპერტიზის დასრულებაზე და ხელმოწერაზე არ უცნობებია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში