სპორტი

კალაშნიკოვა: ტოკიოს ოლიმპიადაზე მოვხვდი, ვერ მივდივარ – განაცხადი არ გაგზავნეს

popsport

ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა წერს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ქვეყნიდან განაცხადი არ გაგზავნილა.

"ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაგზავნილა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა". - წერს კალაშნიკოვა Twitter-ზე.

კომენტარები