კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ტაბულას ინფორმაცია კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

გარდაცვლილი ჩვილი ალფა შტამით იყო ინფიცირებული

"მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ახალშობილებში ისედაც მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსი. მას ფილტვებში ჰქონდა მაღალი ხარისხის დაზიანება. ოჯახში კონტაქტით გადაედო, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ.“- ციციშვილის კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის კომენტარს IPN-ი ავრცელებს.

კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი, მათგან ერთ-ერთი დელტა შტამით არის ინფიცირებული.

კომენტარები