ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: საზოგადოება არაა მზად, აიტანოს LGBT მარშები, წლიდან წლამდე ელოდებიან გრანტებს

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ არავითარი ლგბტ იქ არ დაზარალებულა და არც უნდა დაზარალებულიყო. არც პრაიდი და არც ის აქცია დაწყებული არც ყოფილა. ლგბტ ყოველ წელს აცხადებს, რომ უნდა ჩაატაროს მსვლელობა და მერე ამ მსვლელობას არ ატარებს. ამას ყველა მიეჩვია. არ ატარებენ თუ ვერ ატარებენ, არ ვიცი, ეგ მაგათი საქმეა. 17 მაისიდან 17 მაისამდე ელოდებიან გრანტებს უცხოეთიდან, ამას ითვისებენ. იმედია, ამ ორგანიზაციის რიგით წევრებსაც ეხმარებიან სოციალურ შეღავათებში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება არ არის მზად, აიტანოს ლგბტ მარშები. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ვფიქრობ, უნდა მოიხსნას და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა თეორიულად, კონფერენციების დონეზე. ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს ძალადობისგან და სხვა უკანონო ქმედებებისგან. შესაბამისი კანონიც არის მიღებული. 

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. ღირსების მარშამდე რამდენიმე დღით ადრე იმავე ეთერში შალვა ნათელაშვილი ამბობდა, რომ ძალადობა მიუღებელია და თანასწორობა გარანტირებული უნდა იყოს. 

კომენტარები