პრაიდის კვირეული

კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან, ევროკავშირის დროშას მარტო საქართველოში არ ხევენ

დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას, რეაგირებაც შესაბამისი იყო და მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ამაზე ჯობია, ვიმსჯელოთ, შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს და არა ის, ვის როგორ დაახიეს თავზე დროშა.

[...] არავინ არ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ვაგებინოთ პასუხი, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, საჭიროა, რომ შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა.

მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარტია ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილს.

კომენტარები