ოპერატორის გარდაცვალება

ომბუდსმენი: შსს-ს მოვუწოდებ, პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები

შსს-ს მოვუწოდებ, რადგან მას დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ, პირდაპირ არსებობს მტკიცებულებები, ახლაც გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული, კარგად კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები.

ჩვენ ადგილზე ვნახეთ მოწოდებები და მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - დიახ, ლექსო გარდაიცვალა სწორად ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად.

სახელმწიფო მთელი ეს დღეები ისმენდა ამ ძალადობრივ მოწოდებებს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, მიუხედავად ამისა, არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები. ეს თავდასხმა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ ორგანიზატორებთან ერთად.

ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები