ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე სტეფანე: ვიღაცა ვიღაცას რომ დაარტყამს, არ ნიშნავს, რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ

ძალიან მწუხარებით მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ახლობელია. მე ვფიქრობ, ესეთი რამე არ უნდა მოხდეს. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა და როცა შენ ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაც არასწორს აკეთებ, არ ნიშნავს, რომ სწორია ეს. ადამიანი რომ გარდაიცვალა, არ არის ეს ჩვენი მოწოდების ფარგლებში. 

კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? როცა თავს მოხვევა ხდება რაღაც ინფორმაციის და იდეოლოგიისა, რომელიც არის ტოტალიტარული, იქ ხდება ისეთი სიტუაციები, როცა არის ფარგლებიდან გამოსული დამოკიდებულება. 

ჩემი მოწოდება ეხლაც არის, რომ დღეს ტოტალიტარული სისტემის დამუშავება ხდება ეხლა თქვენს [ჟურნალისტების] მიერ. ვიღაცა ვიღაცას რომ დაარტყამს, არ ნიშნავს, რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ და  სიმართლე არ უნდა ვთქვათ.

ამბობს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებაზე საუბრისას. 

კომენტარები