პრაიდის კვირეული

Tbilisi Pride გახარიაზე: არც მიგვიმართავს, მათ გარეშე განვაგრძობთ კეკლუცს

ტაბულა

Tbilisi Pride პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება. გახარიას თქმით, LGBT+ პირთა მხარდამჭერ მემორანდუმს ხელს არ მოაწერენ, რადგან "პოლიტიკური კეკლუცობაა". 

"არც მიგვიმართავს, თუმცა გასაგებია აღნიშნული პარტიის პოზიცია. მათ გარეშე განვაგრძობთ კეკლუცს". - წერს Tbilisi Pride.

გიორგი გახარიას თქმით, მემორანდუმის უკან შინაარსობრივ ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ხედავენ.  

"მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია". - თქვა მან. 

15-მა პოლიტიკურმა პარტიამ 17 მაისს მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც მათ თბილისი პრაიდმა შესთავაზა. შეთანხმება ითვალისწინებს ყველა მექანიზმის გამოყენებით ბრძოლას სექსუალური და გენდერული უმცირესობის მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

კომენტარები